logo
ENG



უილსონი: ვმუშაობთ იმაზე, რომ "მეგობარი აქტი" დადებითად გადაწყდეს

23 ნოე 202411:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/23/qi148mkbvymeov2.jpg

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. "მეგობარი აქტი" უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს. [...]

მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში. [...]

ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც "მეგობარი აქტი" კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს.


close დახურვა